|
2025-06-18 20:04:48, 1112 ნახვა
მსოფლიო
BBC News - „დიდი შვიდეულის“ სამიტი ნაადრევად დატოვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ
„დიდი შვიდეულის“ სამიტი ერთობლივი დეკლარაციის გარეშე დასრულდა. როგორც მედია წერს, სამიტი ნაადრევად დატოვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. როგორც „ბიბისი“ წერს, ზელენსკის ნაადრევად დატოვების მიზეზი აშშ-ის პოზიცია გახდა, რომელსაც სურდა, რუსეთთან მიმართებაში შეერბილებინა განცხადების ტექსტი, რაც სამიტის მონაწილე დანარჩენმა ლიდერებმა უკრაინისთვის არასამართლიანად მიიჩნიეს. შესაბამისად, კანადამ როგორც მასპინძელმა ქვეყანამ, გააუქმა ხელმოწერის პროცედურა. „ამერიკელებს არ სურდათ ტექსტში გარკვეული მწვავე განცხადებები რუსეთის მისამართით, რადგან ისინი შიშობდნენ, რომ ეს ხელს შეუშლის ომის დასრულების თაობაზე ამ ქვეყანასთან მოლაპარაკებებს“, – ციტირებს კანადური ტელეკომპანია CBC ანონიმურ წყაროს. ერთობლივი განცხადების ტექსტის ნაწილს, რომელიც შეთანხმებულია სამიტის მონაწილე დანარჩენ ექვს ლიდერთან, ცალკე გამოაქვეყნებს კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი სამიტის შედეგების შესახებ განცხადებაში.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)