14:26 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-17 10:42:03, 1688 ნახვა

ომი უკრაინაში
ანდრეი სიბიგა - ღამით რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური და სასტიკი დარტყმა განახორციელა

პუტინის მიზანი ძალიან მარტივია, მას „დიდი შვიდეულის“ ლიდერების სუსტად წარმოჩენა სურს, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა რუსული ძალების მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ მასშტაბურ შეტევას.

„დღეს ღამით რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური და სასტიკი დარტყმა განახორციელა. მშვიდობიან მოსახლეობას ასობით დრონი და რაკეტა დაესხა თავს. განსაკუთრებით მძიმე იერიშები კიევზე განხორციელდა“, - წერს ანდრეი სიბიგა X-ზე.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი „ამას „დიდი შვიდეულის“ სამიტის დროს მიზანმიმართულად აკეთებს“.

„პუტინის მიზანი ძალიან მარტივია, მას „დიდი შვიდეულის“ ლიდერების სუსტად წარმოჩენა სურს. მხოლოდ გადამწყვეტი ნაბიჯები და მოსკოვზე რეალური ზეწოლა დაამტკიცებს იმას, რომ ის ცდება“, - აღნიშნავს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

შეგახსენებთ, ღამით რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე დრონებითა და რაკეტებით მასშტაბური იერიში განახორციელა. ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა და 55 დაშავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია კობახიძისგან ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე განმარტებას ითხოვს
GCCA: ფუდ გალერი ჯორჯიას მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტი დავუდგინეთ
ოზურგეთის მერი გადადგა
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? - გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics