|
2025-06-16 10:53:52, 913 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, 20 ივნისის აქციის დაშლასთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიორგი ჭოლაძე დაიბარა
პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, 20 ივნისის აქციის დაშლასთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიორგი ჭოლაძე დაიბარა. ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, 20 ივნისის აქციის დაშლის დროს, გიორგი ჭოლაძე იმ ოთახში იმყოფებოდა, საიდანაც შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია ბრძანებებს გასცემდა. წულუკიანის განმარტებით, ჭოლაძე კომისიაზე 19 ივნისსაა მიწვეული. „სხდომას 19-ში დახურავს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიორგი ჭოლაძე, რომელიც 20 ივნისის აქციის დაშლაზე ისაუბრებს, ვინაიდან ის გიორგი გახარიასთან, მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად იმყოფებოდა პარლამენტის შენობაში. იმ ოთახში, სადაც ბატონი გიორგი გახარია იმყოფებოდა და საიდანაც ის გასცემდა ბრძანებებს. მასთან ერთად განხილული იქნება 20 ივნისი და სხვა თემები, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი კვლევისთვის, ვინაიდან მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არის ყოველთვის მოვლენების ეპიცენტრში, რომელიც მინისტრების, ან პრემიერის გარშემო ვითარდება,“ - განაცხადა წულუკიანმა. ცნობისთვის, პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მეორედ დაიბარა. წულუკიანის თქმით, გახარია კომისიის 23 ივნისის სხდომაზეა დაბარებული.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)