|
2016-03-18 10:43:40, 861 ნახვა
სამართალი
შსს-მ ბაქო-სუფსის მილსადენიდან ნავთობის ქურდობის ფაქტი აღკვეთა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბაქო-სუფსის მილსადენიდან ნავთობის ქურდობის ფაქტი აღკვეთა. როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მცხეთა-მთიანეთის რაიონში პატრულირებისას, ბაქო-სუფსის ნავთობსადენის 82-ე კილომეტრზე, წილკანის და მუხრანის მინდვრებთან ახლოს, ერთ-ერთ სარწყავ არხთან იპოვეს გენერატორი, შესადუღებელი აპარატი, ტომრები, მილები და სხვადასხვა ნივთი, რომლებიც საეჭვოდ მიიჩნიეს. ჩატარებული დეტალური დათვალიერების შედეგად, ნავთობსადენის მაგისტრალის მილთან ამოთხრილი ორმო აღმოაჩინეს, სადაც ნავთობის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მილსადენზე უკანონოდ მილის დაერთება იყო დაწყებული. აღნიშნული ნივთები ამოღებულია ნივთმტკიცებად. „განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომლებმა, შემდგომი რეაგირებისთვის საქმე მუხრანის რაიონულ პოლიციას გადასცეს. გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, 19-177-ე მუხლით მიმდინარეობს. შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები მუდმივად პატრულირებენ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე, უზრუნველყოფენ აღნიშნული ტერიტორიების დაცულობას და მოსახლეობის უსაფრთხოებას“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)