07:37 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-10 12:20:50, 807 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - თუ გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებას მივიღებთ როგორც სიმართლეს, ჩვენი უსაფრთხოების სამსახური ყოფილა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი

თუ ამას [გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებას] მივიღებთ როგორც მოცემულობას თუ სიმართლეს, მაშინ ჩვენი უსაფრთხოების სამსახური ყოფილა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამსახური და ესეც მისი რეკლამა გამოდის - ერთი თმის ღერიც არ ჩამოვარდნია, ისე მოხდა გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის იმ განცხადებას შეეხებოდა, რომლის მიხედვითაც ბორტზე, რომლითაც ის საქართველოში ჩამოიყვანეს, სუს-ის უფროსი, ანრი ოხანაშვილიც იმყოფებოდა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მთავარია, რომ „უმძიმეს დანაშაულებში გასამართლებული ადამიანი დღეს არის ციხეში“.

„ჩვენ თუ ამას მივიღებთ, როგორც მოცემულობას თუ სიმართლეს, მაშინ ჩვენი უსაფრთხოების სამსახური ყოფილა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამსახური და ესეც მისი რეკლამა გამოდის. ასე რომ, გააგრძელოს ამაზე საუბარი. მთავარია ერთი რამ, რომ უმძიმეს დანაშაულში გასამართლებული ადამიანი, ფულის გათეთრებაში და მსგავს მძიმე დანაშაულებში, მათ შორის, საზღვრის უკანონო კვეთაში, იმიტომ, რომ გაექცა მართლმსაჯულებას, დღეს არის ციხეში! ვერაფერს ამბობს, რომ მასზე ზეწოლა ან რაიმე არის. ერთი თმის ღერიც არ ჩამოვარდნია, ისე მოხდა მისი დაკავება. დანარჩენი თავის თავს დააბრალოს. არ ჩაედინა დანაშაული და ციხეში არ იქნებოდა. გასაგებია, რომ ადამიანს არ უნდა ციხეში ყოფნა, მაგრამ თავად ჩაიდინა ეს დანაშაულები“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, ბორტზე, რითაც ის საქართველოში ჩამოიყვანეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა. აღნიშნული განცხადება მან სასამართლო პროცესზე გააკეთა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics