|
2025-06-09 21:59:10, 1318 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - მეც დამიბარეს გამოკითხვაზე, მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დავიკითხებით
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ გამოკითხვაზე დაიბარეს. ბოკუჩავაშ თქმით, ის და მისი ქმარი, კოტე იოსელიანი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხებიან. „მეც დამირეკეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტიდან. ეს იგივე დეპარტამენტია, საიდანაც ზარი მიიღო კოტემ დღის განმავლობაში. მათ მთხოვეს გამოკითხვაზე მისვლა, თუმცა ბუნებრივია, მეც იგივე პასუხი გავეცი, რაც მათ კოტესგან მოისმინეს, რომ ჩვენ მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დავიკითხებით. ჯერ დრო არ არის ცნობილი”, - განაცხადა ბოკუჩავამ. ცნობისთვის, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მის მეუღლეს, კოტე იოსელიანს საცხოვრებელი სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე 5 ნიღბიანი პირი ჩაუსაფრდა, თავს დაესხნენ და გაიტაცეს. ამის შესახებ ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მისი მეუღლის მიერ ვიდეოს ჩაწერას გამოეხმაურა, სადაც ის უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის. მისივე თქმით, გამტაცებლები, მის მეუღლეზე 8 საათის განმავლობაში ზეწოლას ახორციელებდნენ და ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ვარაუდობენ, რომ კოტე იოსელიანი "მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ მოდულის შენობაში". ამასთან, ბოკუჩავას თქმით, მომხდარის რეალური მიზეზი მისი დაშინება და გაჩუმებაა. შეგახსენებთ, გუშინ კოტე იოსელიანმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ბოდიშს უხდის ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილის, რამდენიმე წლის წინ მისი მისამართით გაკეთებული განცხადების გამო.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)