|
2025-06-09 16:48:51, 830 ნახვა
პოლიტიკა
პეტერ ფიშერი - მომაწვდიან ინფორმაციას, როგორ გავრცელდება „ფარა“ საქართველოში მომუშავე 13 გერმანულ ორგანიზაციაზე
გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროში გამართული შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში წერს. გერმანელი დიპლომატის ცნობით, მას დაჰპირდნენ, რომ მიაწვდიან ინფორმაციას, როგორ გავრცელდება „ფარა“ საქართველოში მომუშავე 13 გერმანულ ორგანიზაციაზე, რომლებიც გერმანიის ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსდებიან და გერმანია-საქართველოს შორის ორმხრივი ხელშეკრულების საგანს წარმოადგენენ. „მე დამპირდნენ, რომ მომაწვდიან ინფორმაციას, როგორ მოეპყრობიან „ფარას“ ფარგლებში საქართველოში 13 გერმანულ ორგანიზაციას, რომლებიც გერმანიის ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, წარმოადგენენ გერმანია-საქართველოს ორმხრივი ხელშეკრულებების საგანს და მნიშვნელოვანია გერმანია-საქართველოს ფართო, ღრმა კავშირების პრაქტიკული იმპლემენტაციისთვის. ჩვენ ვისურვებდით, რომ ისინი გათავისუფლდნენ. საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროსთან ასევე განვიხილეთ ევროკავშირის საკითხი. მე შევახსენე ევროპის საბჭოს „ვენეციის კომისიის“ უარყოფითი შეფასება „უცხოური აგენტების“ მსგავს კანონთან დაკავშირებით. როგორც მეგობარმა, მე გავაფრთხილე ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ ილუზიებთან დაკავშირებით. ევროკავშირის საბჭომ 2024 წლის ივნისიდან მწუხარებით დაასკვნა, რომ საქართველომ კურსიდან გადაუხვია“, – წერს ფიშერი.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)