|
2025-06-09 12:58:11, 747 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - თინა ბოკუჩავას მეუღლის გატაცება, ძალადობა და ბავშვებზე მუქარა ეს არის პოლიტიკური ტერორი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისგან
თინა ბოკუჩავას მეუღლის კოტე იოსელიანის გატაცება, ძალადობა და ბავშვებზე მუქარა ეს არის პოლიტიკური ტერორი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისგან, - ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებას მისი მეუღლის გატაცებასთან დაკავშირებით. ვაშაძის თქმით, ყველა ის ადამიანი, რომლებიც თავისუფლებას იცავენ, თინა ბოკუჩავას გვერდით დგანან. „თინა ბოკუჩავას მეუღლის კოტე იოსელიანის გატაცება, ძალადობა და ბავშვებზე მუქარა ეს არის პოლიტიკური ტერორი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისგან. თინა არ არის მარტო. ყველა, ვინც თავისუფლებას ვიცავთ მის გვერდით ვდგავართ. სოლიდარობა და მხარდაჭერა თინას!” - აცხადებს გიორგი ვაშაძე. ცნობისთვის, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განმარტა, თუ რა მოხდა მისი მეუღლის მიერ ვიდეოს ჩაწერამდე, სადაც ის უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის. ბოკუჩავას განცხადებით, „მის მეუღლეს საცხოვრებელი სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ღამით ჩაუსაფრდა 5 ნიღბიანი პირი, თავს დაესხნენ და გაიტაცეს”. მისივე განმარტებით, გამტაცებლები, მის მეუღლეზე 8 საათის განმავლობაში ზეწოლას ახორციელებდნენ და ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ვარაუდობენ, რომ კოტე იოსელიანი "მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ მოდულის შენობაში". ამასთან, ბოკუჩავას თქმით, მომხდარის რეალური მიზეზი მისი დაშინება და გაჩუმებაა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)