|
2025-06-07 14:48:14, 1135 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი სიორიძე თვითმმართველობის არჩევნებზე - შესაძლოა ზოგიერთ პარტიას სხვანაირი დამოკიდებულება აქვს, თუმცა ყველანაირ რესურსს გამოვიყენებთ, რომ ისინი გადავარწმუნოთ
ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, ახალი საპარლამენტო არჩევნები, თუმცა ნებისმიერი არჩევნები, რომელიც შესაძლოა მთავარი მიზნისთვის იყოს გამოყენებული, რასაც რეჟიმის ცვლილებას გულისხმობს, მზად უნდა ვიყოთ , - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ, თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადა. გიორგი სიორიძის თქმით, ერთიანობა მნიშვნელოვანია ბრძოლის ნებისმიერ ფლანგზე, რათა „ქართული ოცნება“ დამარცხდეს. „ჩვენ როგორც პასუხისმგებლობიანი პარტია მუდმივ მზადყოფნაში ვართ არჩევნებისთვის, ასე იყო 27 ოქტომბრის შემდეგაც. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა ახალი საპარლამენტო არჩევნები, თუმცა ნებისმიერი არჩევნები, რომელიც შესაძლოა მთავარი მიზნისთვის იყოს გამოყენებული, რასაც რეჟიმის ცვლილებას გულისხმობს, მზად უნდა ვიყოთ. რაც რეალურად დამაზიანებელი შეიძლება იყოს და ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე შეიძლება წყალი დაასხას არის არჩევნებზე მოუმზადებელი გასვლა, პირველ რიგში ახალ საპარლამენტო არჩევნებისთვის. ჩვენ კონსულტაციებისთვის სივრცე გავხსენით. შესაძლოა ზოგიერთ პარტიას სხვანაირი დამოკიდებულება აქვს, თუმცა ჩვენ ყველანაირ რესურსს გამოვიყენებთ, რომ ისინი გადავარწმუნოთ. ჩვენ ვთვლით, რომ ერთიანობა არის ის, რომელიც აუცილებელია ნებისმიერ ფლანგზე ბრძოლისათვის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად. ჩვენ გვაქვს არგუმენტები და მზად ვართ დისკუსიისთვის, ამიტომ დავიწყეთ ჩვენ ამ ყველაფერზე საუბარი“,- განაცხადა გიორგი სიორიძემ.
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)