09:18 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-07 13:19:08, 895 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორის განცხადება სულელურია

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ევროპარლამენტარ ნაჩო სანჩეს ამორის განცხადებას აფასებს, რომელიც აცხადებს, რომ სანქცირებული პირები ევროკავშირში რეკავენ შეკითხვებით, თუ როგორ შეუძლიათ სანქცირებულთა სიიდან გასვლა.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, ევროპარლამენტარის განცხადება „სულელურია“, ვინაიდან, ასეთი გულუბრყვილო ადამიანი ე.წ. სანქცირებულთა შორის, რომელიც ნაჩო სანჩეს ამორს ან სხვა ევროპარლამენტარს დაურეკავს ამ საკითხის მოგვარების თხოვნით, არ არსებობს.

"გულუბრყვილოა ეს განცხადება, თავად სანჩესსაც კარგად ვიცნობ და თავადაც ასეთი გულუბრყვილო, მსუბუქი ზედაპირული ადამიანია. ვერ ვიტყოდი, რომ იგი სერიოზული პიროვნებაა, ვინც პოლიტიკაზე გავლენას ახდენს. არის ჩვეულებრივი, კონიუნქტურული მოთხოვნების ადამიანი, სოციალ-დემოკრატი, რომელსაც თავისი მოსაზრებები მხოლოდ იმ შემთხვევაში გააჩნია, როდესაც სახალხო პარტიასა და სოციალისტებს შორის თანამდებობების გადანაწილებაზეა ლაპარაკი. ყოველ შემთხვევაში, მე მას ასეთად ვიცნობდი და რასაკვირველია, მისი განცხადება ამ შემთხვევაში, უფრო სულელურია, სხვა შეფასებას ვერ მივცემ, ვინაიდან, არ არსებობს ასეთი გულუბრყვილო ადამიანი ე.წ. სანქცირებულთა შორის, რომელიც ამორს ან საერთოდ, ევროპარლამენტარებს ამ პრობლემის მოგვარებისთვის მიმართავს", - განაცხადა ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics