|
2025-06-07 10:09:57, 888 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია - ქოცის გინება აიკრძალა, ცენზურაზე უარესია ამ მხრივ
პარტია ახალის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან სოცქსელებში გინებისთვის მოქალაქეების დასჯის კანონის ინიციატივას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კანონით არა გინება, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლის გინება აიკრძალა, შესაბამისად, "სპეციალური სუბიექტიც გამოჩნდა". ამის შესახებ გვარამიამ ფორმულას ეთერში გიორგი თარგამაძის გადაცემაში ილაპარაკა. "საქართველოს ხელისუფლება, თან ნახეთ, როგორ გვეუბნება - "გინება არ შეიძლებაო" კი არ ამბობს, ხელისუფლების წარმომადგენლის გინება არ შეიძლებაო, ანუ სპეციალური სუბიექტიც გამოჩნდა, ანუ ქოცის გინება აიკრძალა. ამას ასე ჰქვია. სიტყვა ქოციც შეიძლება აკრძალონ, მართალი გითხრა. ეფექტურად გამოდის ეს, რომ ქოცს არ შეიძლება აგინოს არავინ, ამ კანონს მოკლე შინაარსი აქვს ასეთი. ცენზურაზე უარესია ამ თვალსაზრისით, ამას ვამბობ. სპეციალური დაცული სუბიექტი ჰყავს, ბელადივით უნდა დაიცვან ვიღაც, ხომ ხვდებით. ეს უფრო საგანგაშო ამბავია სინამდვილეში. ცენზურა ამ ქვეყანაში არის, რახანია ქოცების ცენზურა გამოიხატება იმაში, რომ ტელევიზიები იხურება მიწყობით. [...] ტელევიზიაში შევარდნებით არ იხურება მარტო. მეტსაც ვიტყვი, თანამედროვე დიქტატურებში ტელევიზიები სულ სხვა მეთოდით იხურება. სულ სხვა მეთოდით იხურება ძალიან ბრუტალურ დიქტატურებშიც კი, იქაც ტელევიზიებს გუდავენ ფინანსურად, სასამართლო სარჩელებით, ჟურნალისტებზე გარეთ თავდასხმებით და ასეთი ტიპის რეგულირებით". - თქვა გვარამიამ.
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)