|
2025-06-06 09:51:58, 810 ნახვა
მსოფლიო
ისრაელმა ბეირუთში საჰაერო თავდასხმები განახორციელა
ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთ ნაწილში საჰაერო დარტყმები განახორციელა და განაცხადა, რომ მათი სამიზნე ჰეზბოლას დრონების წარმოება იყო, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ მათ დაადგინეს „ჰეზბოლას“ ქვედანაყოფი, რომელიც მიწისქვეშ ათასობით დრონს აწარმოებდა და რომელსაც „ირანელი ტერორისტები“ აფინანსებდნენ. BBC-ი წერს, რომ თავდასხმები განხორციელდა მიუხედავად იმისა, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოქმედებს. საჰაერო დარტყმამდე ერთი საათით ადრე, ისრაელის სამხედრო ძალების პრესსპიკერმა, ავიჩაი ადრაიმ დაჰიეს რაიონში, ჰადათის, ჰარეთ ჰრეიკის და ბორჯ ელ-ბარაჯნეს უბნების მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდა. „თქვენ ჰეზბოლას კუთვნილი ინფრასტრუქტურის გვერდით იმყოფებით“, - განაცხადა პრესსპიკერმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, რომელიც კონკრეტული შენობების რუკას მოიცავდა. ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, ნავაფ სალამმა ისრაელის დარტყმები მკაცრად დაგმო. „მკაცრად ვგმობ მათ და ჩვენს სამშობლოზე, მის უსაფრთხოებაზე, სტაბილურობასა და ეკონომიკაზე სისტემატურ და მიზანმიმართულ თავდასხმად მივიჩნევ, განსაკუთრებით დღესასწაულებისა და ტურისტული სეზონის წინ“, - განაცხადა სალამმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)