|
2025-06-05 17:05:37, 1070 ნახვა
მსოფლიო
Axios - დონალდ ტრამპი უკრაინის მიერ ჩატარებული ოპერაცია „ობობას ქსელით“ აღფრთოვანებულია
დონალდ ტრამპი უკრაინის მიერ ჩატარებული ოპერაცია „ობობას ქსელით“ აღფრთოვანებულია, მაგრამ ღელავს იმის გამო, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას, - ამის შესახებ გამოცემა Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს. წყაროების ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის მიერ რუსულ აეროდრომებზე დრონების გამოყენებით განხორციელებული შეტევა „საკმაოდ ძლიერი“ იყო. „საერთაშორისო პერსპექტივიდან გამომდინარე, ჩიუაუა გაცილებით დიდ ძაღლს რეალურ ზიანს აყენებს“, - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა წყარომ. ამასთან, Axios-ი წერს, რომ დონალდ ტრამპმა უკრაინის მიერ ჩატარებული ოპერაციის განხილვისას განაცხადა, რომ დრონებით თავდასხმას, სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ პასუხი მოჰყვება. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, დონალდ ტრამპი შეშფოთებულია, რომ უკრაინის ოპერაცია ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მიზნით მის დიპლომატიურ ძალისხმევას შეაფერხებს. „ჩვენ გვსურს, რომ ეს ომი დასრულდეს. ჩვენ დეესკალაცია გვსურს. პრეზიდენტი შეშფოთებულია იმის გამო, რომ შესაძლოა, პუტინმა ამას გიჟური პასუხი გასცეს“, - აღნიშნა გამოცემის წყარომ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)