12:59 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-05 15:16:41, 881 ნახვა

მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ რუსეთი აეროდრომებზე თავდასხმისთვის უკრაინას პასუხს გასცემს

ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ რუსეთი აეროდრომებზე თავდასხმისთვის უკრაინას პასუხს გასცემს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

პესკოვის განცხადებით, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა გუშინ გამართული სატელეფონო საუბრის დროს ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.

შეკითხვას, დონალდ ტრამპთან საუბარში ნამდვილად თქვა თუ არ ვლადიმერ პუტინმა, რომ რუსეთი უკრაინას ოპერაცია „ობობას ქსელის“ გამო პასუხს გასცემდა, პესკოვმა დადებითი პასუხი გასცას.

„დიახ, ეს სიმართლეა. საუბარი კონსტუქციული იყო და მის ხანგრძლივობაზე ყურადღების გამახვილებას აზრი არ აქვს, რადგან ზოგჯერ მოკლე დროში ბევრი მნიშვნელოვანი რამის თქმა შეიძლება“, - განაცხადა პესკოვმა.

ამასთან, პესკოვის თქმით, უკრაინა „ტერორიზმით სახელმწიფო დონეზეა დაკავებული“.

„პრეზიდენტმა კიევის რეჟიმი ტერორისტულ რეჟიმად დაახასიათა, რადგან სწორედ ამ რეჟიმის ხელმძღვანელობამ გასცა სამგზავრო მატარებლის აფეთქების ბრძანება. ეს სხვა არაფერია, თუ არა ტერორიზმი სახელმწიფო დონეზე“, - აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა უკრაინა ტერორისტული აქტების ორგანიზებაში დაადანაშაულა.

„რუსეთის დაშინების მცდელობით კიევის ხელმძღვანელობა ტერორისტული აქტების ორგანიზებაზე გადავიდა. და ამავდროულად საბრძოლო ქმედებების შეჩერებას ითხოვს 30 ან 60 დღით, შეხვედრას ითხოვს უმაღლეს დონეზე. მაგრამ როგორ ჩავატაროთ ასეთ პირობებში მსგავსი შეხვედრები? რაზე ვისაუბროთ? საერთოდ ვინ აწარმოებს მოლაპარაკებებს მათთან, ვინც ტერორზე აკეთებს ფსონს, ტერორისტებთან?“ - განაცხადა პუტინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთავში, ჩხუბის დროს, კაცი წაიქცა, თავზე დაზიანება მიიღო და დაიღუპა
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics