|
2025-06-05 14:02:14, 734 ნახვა
პოლიტიკა
გენერალური პროკურორის მოადგილემ, გიორგი ბადაშვილმა თანამდებობა დატოვა
საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, გიორგი ბადაშვილმა თანამდებობა დატოვა. ბადაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით ინფრომაცია გუშინ, 4 ივნისს გავრცელდა. დღეს, 5 ივნისს, პროკურატურამ ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინფორმაცია განაახლა, მოადგილეებს შორის ბადაშვილი აღარ იძებნება. 5 ივნისს, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე გიორგი გვარაკიძე დაინიშნა, ის გენერალური პროკურორის მოვალეობას შეასრულებს. გვარაკიძე იქამდე თბილისის პროკურორის პოსტს იკავებდა. 4 ივნისს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გაბიტაშვილმა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მიერ არის დასანქცირებული, თანამდებობა დატოვა. შალვა პაპუაშვილმა ის გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარადგინა. გენერალური აუდიტორი ცოტნე ყავლაშვილი კი, კობახიძის ბრძანებით, ივანიშვილის ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის მოადგილედ დაინიშნა.
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)