09:19 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-05 13:45:54, 774 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი „გახარია საქართველოსთვის“ წევრებზე - ქართველი ხალხის კმაყოფაზე უსაქმურ დეპუტატებს პარლამენტში ვერ გავაჩერებთ

რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის კმაყოფაზე უსაქმურ დეპუტატებს ჩვენ პარლამენტში ვერ გავაჩერებთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებთან დაკავშირებით განუცხადა.

„იმ 12 დეპუტატს, რომელიც დეკემბრიდან მოყოლებული „შატალოზეა“ და იღებს პარტიულ დაფინანსებას, მიუხედავად იმისა, რომ თითი თითზე არ დაუკარებია საქართველოს პარლამენტში მუშაობის მხრივ, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის კმაყოფაზე უსაქმურ დეპუტატებს ჩვენ პარლამენტში ვერ გავაჩერებთ. შესაბამისად, უფლებამოსილება შეუწყდება ამ თორმეტეულს.

ვინაიდან სია არაა ჩახსნილი, რა თქმა უნდა, შემდეგ 12-ს ექნება შანსი, რომ ქართველ ხალხს დაანახოს საერთოდ რაიმეს გაკეთებას აპირებენ თუ არა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics