12:59 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-04 17:38:33, 1137 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - „ობობის ქსელმა“ დაამტკიცა, რომ ახლა აგრესორი რეალურ დანაკარგებს განიცდის

ოპერაცია „ობობის ქსელმა“ დაამტკიცა, რომ ახლა აგრესორი რეალურ დანაკარგებს განიცდის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.

„უკრაინას ომი არასდროს სურდა, მაგრამ მას სრული უფლება აქვს საკუთარი თავი, თავისი დამოუკიდებლობა და თავისი ხალხი დაიცვას. ჩვენც ზუსტად ამას ვაკეთებთ, ჩვენთვის ხელმისაწვდომი ყველა საშუალებით“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოპერაცია „ობობის ქსელის“ წარმატებით ჩატარებისთვის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრები დააჯილდოვა.

„ჩვენი თავდაცვის უფლების ბრწყინვალედ გამოყენებისთვის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განსაკუთრებით მადლიერი ვარ. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ოპერაცია „ობობის ქსელმა“ დაამტკიცა არის ის, რომ ახლა აგრესორი რეალურ დანაკარგებს განიცდის. ეს სამართლიანობის აღდგენასა და ნამდვილი მშვიდობისკენ ზეწოლას წარმოადგენს“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთავში, ჩხუბის დროს, კაცი წაიქცა, თავზე დაზიანება მიიღო და დაიღუპა
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics