|
2025-06-03 16:44:21, 871 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - ჩვენი პოტენციური შეთანხმების ფარგლებში, არ დავუშვებთ არანაირ ურანის გამდიდრებას!
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ირანთან ბირთვული შეთანხმების ფარგლებში ამერიკა მოითხოვს, რომ ირანმა სრულად განაიარაღოს ურანის გამდიდრების პროგრამა. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 31 მაისს ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის მიერ წარდგენილი წინადადება ირანს ნებას რთავდა, დაბალ დონეზე გამდიდრების შესაძლებლობები შეენარჩუნებინა სამოქალაქო მიზნებისთვის, თუკი ირანი დათანხმდებოდა მიწისქვეშა ურანის გადამამუშავებელი ობიექტების დროებით დახურვაზე. "ჩვენი პოტენციური შეთანხმების ფარგლებში - ჩვენ არ დავუშვებთ არანაირ ურანის გამდიდრებას!" - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე. ხოლო ტრამპის პოსტამდე თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა აღნიშნა, რომ "პრეზიდენტმა ტრამპმა გარკვევით თქვა: ირანი ვერასდროს შეძლებს ბირთვული ბომბის მოპოვებას". "სპეციალურმა წარმომადგენელმა უიტკოფმა დეტალური და მისაღები წინადადება გაუგზავნა ირანულ რეჟიმს და მათ ინტერესში შედის, რომ ამას დათანხმდნენ. მიმდინარე შეთანხმების პროცესისადმი პატივსაცემად, ადმინისტრაცია მედიასთან კომენტარს არ გააკეთებს შეთავაზებულ წინადადებასთან დაკავშირებით". - დაამატა ლივიტმა. ტრამპის პოსტამდე გამოცემა Axios წერდა, რომ უიტკოფის ბოლო წინადადებით, ირანი შეზღუდული სახით დაბალი დონის ურანის გამდიდრების შესაძლებლობებს შეინარჩუნებდა. Axios-ის მიხედვით, ირანის მიწისქვეშა ობიექტები დროებით "უმოქმედო" გახდებოდა, ხოლო მიწისზედა ურანის განვითარების ობიექტები დროებით შეიზღუდებოდა იმ დონემდე, რაც ბირთვული რეაქტორის საწვავისთვის არის საჭირო.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)