|
2025-06-03 12:31:47, 859 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი მედვედევი - რაც უნდა აფეთქდეს, აფეთქდება; ვინც უნდა განადგურდნენ, გაქრებიან
სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები საჭიროა რუსეთის ფედერაციის სწრაფი გამარჯვებისთვის და ნეონაცისტური მთავრობის სრული განადგურებისთვის და არა არარეალური პირობებით კომპრომისული მშვიდობის მისაღწევად, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. „სტამბოლში მოლაპარაკებები საჭიროა არა ვიღაცის მიერ გამოგონილი არარეალური პირობებით კომპრომისული მშვიდობის მისაღწევად, არამედ ჩვენი სწრაფი გამარჯვებისა და ნეონაცისტური მთავრობის სრული განადგურებისთვის. ეს არის რუსული მემორანდუმის აზრი, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა“, - დაწერა მედვედევმა „ტელეგრამ“ არხზე. მისი თქმით, რუსი სამხედროები აქტიურად მიიწევენ წინ და გააგრძელებენ შეტევას. „ჩვენი არმია აქტიურად მიიწევს წინ და გააგრძელებს წინსვლას. ყველაფერი, რაც უნდა აფეთქდეს, აუცილებლად აფეთქდება და ისინი, ვინც უნდა განადგურდნენ - გაქრებიან“, - აღნიშნა მედვედევმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)