|
2025-06-03 10:27:44, 781 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის სენატი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტზე მუშაობას, სავარაუდოდ, მიმდინარე თვეში დაიწყებს
შესაძლოა, აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარე თვეში დაიწყოს, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ ტუნიმ განაცხადა. „ჩვენ მზად ვართ, პრეზიდენტ ტრამპს ყველა ის საშუალება მივაწოდოთ, რაც მას სჭირდება, რათა რუსეთი საბოლოოდ მოლაპარაკებების მაგიდასთან მივიდეს“, - განაცხადა ჯონ ტუნიმ. მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს თეთრ სახლთან განიხილავს. „ვფიქრობ, ისინი იმედოვნებენ, რომ გარკვეულ შეთანხმებას მიაღწევენ. თუმცა, სენატში, ამ საკითხის მიმართ ორივე მხრიდან დიდი ინტერესია და შეიძლება ეს ამ სამუშაო პერიოდში განვიხილოთ“, - განაცხადა „რესპუბლიკელთა“ ლიდერმა. ცნობისთვის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტის ავტორები სენატორი ლინდსი გრემი (რესპუბლიკური პარტია) და სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი (დემოკრატიული პარტია) არიან. კანონპროექტს 100-დან 82 სენატორი უჭერს მხარს. კანონპროექტი იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, 500%-იანი ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)