|
2025-06-02 21:10:29, 1414 ნახვა
საზოგადოება
„ქართული ოცნება“ „ფორმულას“ და TV პირველს მარეგულირებელ კომისიაში უჩივის
ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია "ფორმულამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართული ოცნება მას მაუწყებლობის შესახებ კანონის დარღვევის გამო კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უჩივის. ცნობილი ხდება, რომ ქართული ოცნება ტელეკომპანიას კონკრეტული ტერმინების გამოყენების გამო უჩივის. "ფორმულას" მიხედვით, არხის წინააღმდეგ საჩივარში მოცემულია ნაწყვეტები და ამონარიდები არხის, როგორც საინფორმაციო გამოშვებებიდან, ასევე სოციალური გვერდებიდან, რომლებშიც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რწმუნებით, დარღვეულია კანონის ნორმები. "საჩივრის საფუძველია "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე, 59 პრიმა და 76-ე მუხლები", - წერია "ფორმულას" მიერ მიღებულ დოკუმენტში. "ფორმულას" მიხედვით, საჩივარი შეეხება არხის მიერ ისეთი ტერმინების გამოყენებას, როგორიცაა "არალეგიტიმური პარლამენტი", "ე.წ პარლამენტის თავჯდომარე", "ოლიგარქის დეპუტატი", "რეჟიმის საქალაქო სასამართლო", "ქართული ოცნების რეჟიმი", "რეჟიმის პატიმარი", ასევე ბიძინა ივანიშვილის "ოლიგარქად" მოხსენიებას. ასევე, ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის თქმით, ქართულმა ოცნებამ ტვ პირველის წინააღმდეგ მარეგულირებელ კომისიაში საჩივარი შეიტანა - ამის შესახებ მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც მიგინეიშვილი წერს, საჩივარში აღნიშნულია, რომ "ტვ პირველის ჟურნალისტს არ უნდა გამოეყენებინა ტერმინები: "რეჟიმი", "გარუსება", "კლანის სასამართლო და ა.შ.". "ქართულმა ოცნებამ ტელეკომპანია პირველის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა მარეგულირებელ კომისიაში.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)