|
2025-06-02 12:53:56, 919 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - მოუთმენლად ველი პოლონეთთან ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებას
ვულოცავ კაროლ ნავროცკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას - მოუთმენლად ველი პოლონეთთან და პირადად პრეზიდენტ ნავროცკისთან ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. ზელენსკი ხაზს უსვამს, რომ პოლონეთი, რომელიც ინარჩუნებს ეროვნული სულისკვეთების სიმტკიცეს და სამართლიანობის რწმენას, იყო და რჩება რეგიონული და ევროპული უსაფრთხოების საყრდენად და ყველა ერის თავისუფლებისა და ღირსების დამცველ ძლიერ ხმად. „ჩვენს კონტინენტზე ერთმანეთის გაძლიერებით, ევროპას უფრო მეტ ძალას ვანიჭებთ გლობალურ კონკურენციაში და რეალური და მდგრადი მშვიდობის მიღწევას უფრო ვაახლოვებთ. მოუთმენლად ველი პოლონეთთან და პირადად პრეზიდენტ ნავროცკისთან ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებას“, - წერს ზელენსკი. შეგახსენებთ, პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ გაიმართა. ნავროცკიმ არჩევნებში ამომრჩევლების ხმების 50.89%-ი მიიღო, მისმა მეტოქემ, პრემიერ - მინისტრ დონალდ ტუსკის პარტიის კანდიდატმა, ვარშავის მერმა რაფალ ტრჟასკოვსკიმ კი ხმების 49.11%-ი.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)