|
2025-06-01 17:07:49, 1758 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლები ერთმანეთს 2 ივნისს სტამბოლში შეხვდებიან
უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის თქმით, 2 ივნისს სტამბოლში რუსეთთან მორიგ მოლაპარაკებებს თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს. Ukrainskaya Pravda-ს ინფორმაციით, სტამბოლის მოლაპარაკებებამდე ზელენსკიმ საგარეო საქმეთა მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან, გენშტაბის უფროსსა და დაზვერვის ხელმძღვანელებთან თათბირი გამართა. ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებებზე უკრაინა საკუთარ პირობებს დააყენებს. ,,პირველი, სრულყოფილი და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა. მეორე, ტყვეების გათავისუფლება. მესამე, გატაცებული ბავშვების დაბრუნება. იმისთვის, რომ დამყარდეს სანდო და ხანგრძლივი მშვიდობა და უზრუნველყოფილ იქნას უსაფრთხოება, ლიდერების უმაღლეს დონეზე შეხვედრა უნდა მომზადდეს". - განაცხადა ზელენსკიმ. მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკრაინას 2 ივნისს მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვა კვლავ სტამბოლში შესთავაზა. მისი თქმით, რუსეთის დელეგაცია მზად არის, უკრაინას კონფლიქტის დარეგულირების შესახებ საკუთარი მემორანდუმი წარუდგინოს.
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
რუსეთი შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე თურქეთის შეთავაზებას უარყოფს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)