19:55 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-17 13:08:52, 1193 ნახვა

მსოფლიო
"ისლამურმა სახელმწიფომ" კონტროლირებადი ტერიტორიების 22% დაკარგა

ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" ერაყისა და სირიის კონტროლირებადი ტერიტორიის 22% დაკარგა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ბრიტანულ კვლევით ცენტრ "IHS Jane's"-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინსტიტუტის ცნობით, ბოლო 14 თვის განმავლობაში დაჯგუფებამ ტერიტორიის 22%-ზე კონტროლი დაკარგა. აღსანიშნავია, რომ მათ ფინანსური პრობლემებიც დაეწყოთ და შემოსავლების 40%-იც დაკარგეს, რომლის უმეტესი ნაწილი კონტრაბანდულ ნავთობობიექტებს შეადგენს.

ექსპერტები "IHS Jane's"-დან მიიჩნევენ, რომ "ისლამური სახელმწიფოს" მარცხი შეამცირებს დაჯგუფების შესაძლებლობას ახალი წევრების გადაბირებისთვის. ასე მაგალითად, ბრიტანული საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრიტანეთიდან ჯიჰადისტების ჩასვლა სირიაში საგრძნობლად შემცირდა.

ბრიტანული საგამოძიებო სამსახურის თქმით, სირიაში სულ 800 მოქალაქეა ჩასული, მათ შორის 100 უკვე გარდაცვლილია, ხოლო 350 მოქალაქე დაბრუნდა დიდი ბრიტანეთში.

შეგახსენებთ, თებერვალში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკელმა სპეცრაზმელებმა "ისლამური სახელმწიფოს" ქიმიური დანადგარებისა და იარაღების პეციალისტი, დაუდ აფარი დააკავეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics