|
2025-05-28 17:28:38, 1915 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინას თუ ნატო-ს სამიტზე არ მიიწვევენ, ეს პუტინის გამარჯვება იქნება
უკრაინას თუ ნატო-ს სამიტზე არ მიიწვევენ, ეს პუტინის გამარჯვება იქნება არა უკრაინაზე, არამედ ნატო-ზე – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიაში ვიზიტის დროს განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის სენატს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დამტკიცებაში არაფერი უშლის ხელს. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დღეს სანქციების ძლიერი პაკეტი „ძალიან საჭიროა“ არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ შეერთებული შტატების მხრიდანაც. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მკაცრი სანქციების შემოღებამ შესაძლოა, ომის რაც შეიძლება მალე დასრულების შესაძლებლობა გააჩინოს. ზელენსკის განცხადებით, უკრაინისა და გერმანიის წარმომადგენლებმა დეტალურად განიხილეს დიპლომატიური შესაძლებლობები და რუსეთთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებული ვითარება. „მსოფლიო ერთ კვირაზე მეტია, ელოდება რუსების მიერ ე.წ. მემორანდუმის დაწერას იმის შესახებ, რა სჭირდებათ ადამიანების მკვლელობის შესაჩერებლად. ყველა ელოდება. ჯერჯერობით მათ არაფერი ახალი არ მოუგონიათ და ინფორმაციულ სივრცეში ძველი ულტიმატუმების გამეორებას უშვებენ. უკრაინა მიიჩნევს, რომ ცეცხლის შეწყვეტისთვის წინაპირობები არ უნდა არსებობდეს. ეს არის ის, რაც აუცილებლად და რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაკეთდეს. მადლობას ვუხდი გერმანიას ამ მხარდაჭერისთვის. უკრაინასა და რუსეთს შორის ომის ძირითადი მიზეზი მოსკოვის სურვილია, მოკლას ადამიანები და გაანადგუროს სიცოცხლე. რუსეთმა უარი უნდა თქვას ამ სურვილზე. იმისათვის, რომ ეს რეალურად მოხდეს, რუსეთზე უნდა განხორციელდეს ზეწოლა, ყველანაირი სახის ზეწოლა, რაც მათ ამ სამარცხვინო ქმედებების შედეგებს აგრძნობინებს. ამიტომ, ამ ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების გაგრძელება ღირს. ომის გახანგრძლივება მოსკოვისთვის მტკივნეული უნდა გახდეს და ეს შესაძლებელია. გერმანია მხარს გვიჭერს ამ საქმეში, რათა სანქციები გავზარდოთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
რუსეთი შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე თურქეთის შეთავაზებას უარყოფს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)