03:45 - 14 Aug, 2026
|
2016-03-17 12:34:49, 1267 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთში სამართალდამცველებმა 4 ისლამისტი დააკავეს
საფრანგეთში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა 4 ეჭვმიტანილი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას France24 ავრცელებს. მედია საშუალების ინფორმაციით, დაკავებულები პარიზის ცენტრში ტერაქტის მოწყობას აპირებდნენ. დაკავებულთა შორის 1 ქალია. როგორც France24 საფრანგეთის უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, აღნიშნულ პირებს ისლამისტურ დაჯგუფებებთან ჰქონდათ კავშირი. სპეცოპერაციის სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია. შეგახსენებთ, გასული წლის 13 ნოემბერს პარიზში აფეთქებებისა და ტერაქტების სერია მოხდა, რომელსაც 130 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 300-ზე მეტი დაშავდა. პასუხისმგებლობა ტერაქტზე "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)