14:26 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-27 14:39:34, 746 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო პაკეტი დღეს, პრინციპების დონეზე განიხილეს და 88-ხმით, ერთხმად მიიღეს.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, “სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონი ძალადაკარგულად ცხადდება. შესაბამისად, უქმდება სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობები.

ის სისხლის სამართლის საქმეები, რომლებზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობა ვრცელდება, პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობაში გადავა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ლიკვიდაციის ინიციატორები “ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან. მათი შეფასებით, ცვლილებების შემდეგ, აღმოიფხვრება ბუნდოვანება, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სტატუსთან დაკავშირებით არსებობს და ამავდროულად, უზრუნველყოფილი იქნება დამოუკიდებლად გამოძიების შესაძლებლობა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics