14:26 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-27 13:30:35, 638 ნახვა

პოლიტიკა
პეტრე ცისკარიშვილი - ვინც დღეს საუბრობს, რომ თუნდაც კოსმეტიკური ცვლილებებით არჩევნებზე გასვლას აზრი აქვს, ამ ადამიანებს მხოლოდ მანდატები უნდათ

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, არც საპარლამენტო და არც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს. ცისკარიშვილის შეფასებით, ის ვინც, ფიქრობს, რომ არჩევნებში მონაწილეობით შედეგს მიაღწევს, ამ ადამიანებს მხოლოდ სადეპუტატო მანდატები აინტერესებთ.

„ვინც დღეს საუბრობს, რომ ივანიშვილის მმართველობის პირობებში, ამ სუს-ით, ამ ადმინისტრაციული რესურსით, ცესკოში, თუნდაც კოსმეტიკური ცვლილებებით რამე შედეგს მიაღწევს და საპარლამენტო არჩევნებზე გასვლას აზრი აქვს, ამ ადამიანებს მხოლოდ სადეპუტატო მანდატები, პარლამენტში ფრაქცია უნდათ, რომ ფრაქციის თავმჯდომარეებიც იყვნენ და „ოცნების ოპოზიციად“ იწოდებოდნენ. ეს არის იმ ადამიანების ერთადერთი ამოცანა, რომლებიც მზად არიან, ივანიშვილის რეჟიმის მმართველობის პირობებში ძირეული, ფუნდამენტური ცვლილებების გარეშე, საპარლამენტო არჩევნებში შევიდნენ. როდესაც ქალბატონი სალომე გვეუბნება, რომ თვითმმართველობის არჩევნებს აზრი არ აქვს და საპარლამენტო არჩევნები ჩაგვიტარეთო, აქ სად არის ლოგიკა? თუ საპარლამენტო არჩევნებს აქვს აზრი, მაშინ ადგილობრივს რატომ არ აქვს? ივანიშვილი ისევ გააყალბებს არჩევნებს, ისევ არალეგიტიმური იქნება, ისევ დააშინებს ამომრჩეველს, არ იქნება სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები, არ იქნება კონკურენტული გარემო, რადგან თუნდაც მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, სხვა პოლიტპატიმრებიც ციხეში არიან. მაშინ, როდესაც მთავარი მოთამაშეები ციხეში იზოლირებულები არიან, არჩევნების ჩატარდება ვერანაირ კონკურენტულ სტანდარტს ვერ დააკმაყოფილებს, ასე იყო 26 ოქტომბერსაც“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics