|
2025-05-27 12:57:55, 669 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - გუშინ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ქვეყანა სერიოზულ ჩიხშია
გუშინ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ქვეყანა სერიოზულ ჩიხშია - სალომე ზურაბიშვილმა ჩიხიდან გამოსავალი „წინააღმდეგობის პლატფორმის“ სახელით თქვა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ პასუხისმგებელია იმ ჩიხსა და კრიზისზე, რაც დღეს ქვეყანაშია“. „გუშინ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ქვეყანა სერიოზულ ჩიხშია. სალომე ზურაბიშვილმა ჩიხიდან გამოსავალი „წინააღმდეგობის პლატფორმის“ სახელით თქვა. ეს არის ახალი წესებით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ან საპარლამენტო არჩევნებთან ერთად თვითმმართველობის არჩევნები და არა პირიქით. ის, რაც 4 ოქტომბერს იგეგმება, ეს არჩევნები არ არის და მე სრულად ვიზიარებ ამ წინადადებას. საპირისპიროდ არაფერი მომისმენია „ქართული ოცნების“ ივანიშვილი -კობახიძის დაჯგუფებისგან, რომ რამეს სთავაზობს საზოგადოებას. ქართველი ხალხის უპრეცედენტო მხარდაჭერა და ევროპის სამი მძლავრი სახელმწიფოს ლიდერი - პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, გერმანიის კანცლერი და საფრანგეთის პრეზიდენტი პირდაპირ და მკაფიოდ ამბობენ, რომ იმისთვის, საქართველომ ევროინტეგრაციის გზა გააგრძელოს, „ქართულმა ოცნებამ“ უარი უნდა თქვას ამ ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე და ჩიხიდან უნდა გამოვიდეთ. ჩიხიდან და კრიზისიდან, რომელიც ივანიშვილი-კობახიძის დაჯგუფებამ შექმნა, სალომე ზურაბიშვილმა ამაზე ძალიან მკაფიო წინადადება წარადგინა. მე ალტერნატივა არ მომისმენია „ქართული ოცნების“ მხრიდან. გეგმა უნდა დადოს იმან, ვინც ეს კრიზისი გამოიწვია. „ქართული ოცნება“ პასუხისმგებელია იმ ჩიხსა და კრიზისზე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)