15:20 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-26 22:44:49, 1132 ნახვა

პოლიტიკა
იუკნევიჩიენე: ივანიშვილის რეჟიმი და საქართველოს ევროპული მომავალი ერთმანეთთან შეუთავსებელია

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოვიდა. იუკნევიჩიენემ  დასძინა, რომ ივანიშვილის მმართველობის დასრულება გარდაუვალია.

"ძვირფასო ქართველებო, თქვენს წინ დგომა დიდი პატივია. თქვენ გასაოცარი ხართ, თქვენ ჩემი, ევროპაში ბევრი ადამიანის გმირები ხართ. ჩემი ბევრი ევროპარლამენტი კოლეგის მილოცვა ჩამომაქვს თქვენთან. თქვენ ევროკავშირში ბევრი მეგობარი გყავთ ყველა ქვეყნიდან.

ლიეტუველებიც მსგავსად, ქართველებსაც ესმით თავისუფლების ფასით. საქართველოვ, თქვენი და ჩვენი ბრძოლა საერთოა, ეს ევროპისთვის ბრძოლაა - იმავე კოლონიური რუსული იმპერიის წინააღმდეგ, რომელიც საუკუნეების წინ არსებობდა. ყველა დიქტატორს საკუთარი ხალხის ეშინია. 1 ადამიანს ასევე ძალიან ეშინია. მას დებიძინიზაციის ეშინია. მაგრამ ეს გარდაუვალია, ეს რეჟიმი და საქართველოს ევროპული მომავალი ერთმანეთთან შეუთავსებელია.

მივმართავ ბიძინას, ნუ გეშინია ახალი და სამართლიანი არჩევნების. მიეცი ქართველ ხალხს უფლება თქვან, რაც სურთ. დიქტატორებმა რა ტყუილებიც არ უნდა გაავრცელონ, ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით", - თქვა მან.

ევროპარლამენტარმა სოლიდარობა გამოხატა რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული პოლიტპატიმრების მიმართ.

"მივმართავ ბიძინას, ნუ გეშინია ახალი და სამართლიანი არჩევნების. მიეცი ქართველ ხალხს უფლება თქვან, რაც სურთ. დიქტატორებმა რა ტყუილებიც არ უნდა გაავრცელონ, ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით.

მე სოლიდარობას გამოვხატავ ევროპული მომავლისთვის დაკავებულების მიმართ. სოლიდარობა მზია ამაღლობელს, ზურაბ ჯაფარიძეს, მიხეილ სააკაშვილს და კიდევ ბევრ სხვას.

მინდა ასევე გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა მამაცი უკრაინის მიმართ. დიდება უკრაინას!

მე გაერთიანებული და დემოკრატიული ევროპის მჯერა. მე მჯერა მამაც ქართველ ხალხში. ღმერთმა დალოცოს საქართველოს!", - თქვა იუკნევიჩიენემ სიტყვით გამოსვლისას.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics