13:32 - 16 Aug, 2026
|
2025-05-26 14:17:52, 866 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი აცხადებს, რომ გასულ ღამეს თავდაცვის ძალებმა 96 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემამ 96 უკრაინული დრონი ჩამოაგდო, მათ შორის, ექვსი მოსკოვის რეგიონის თავზე. უწყების ცნობით, თავდაცვის ძალებმა 31 დრონი ჩამოაგდეს ბრიანსკის რეგიონის თავზე, 16 ბელგოროდის, 11 კურსკის, 9 ტულას, 8 ორიოლის, 6 მოსკოვის, 5 კალუგას, 4 ივანოვოს, 2-2 რიაზანისა და ვლადიმირ, თითო კი იაროსლავლისა და თათარსტანის რეგიონების თავზე. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს, როსავიაციის ცნობით, მოსკოვის რეგიონზე თავდასხმები გამო ფრენები დროებით შეჩერებულია დომოდედოვოსა და ჟუკოვსკის აეროპორტებში. თავდასხმებთან დაკავშირებით კომენტარი გაავრცელეს ბრიანსკის, ორიოლისა და რიაზანის რეგიონების გუბერნატორებმა, მათი თქმით, იერიშებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)