|
2025-05-26 12:20:09, 462 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია
წლების განმავლობაში, ჩვენ გამოვიარეთ ოთხი ომი, საქართველოს სუვერენიტეტის 9-წლიანი ხელყოფა და სისხლიანი ავტორიტარიზმი, თუმცა, თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხის გენმა აქაც იმძლავრა და საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია, რაც დღეს ჩვენი ქვეყნის წინსვლას, განვითარებასა და ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას მყარ ნიადაგს უქმნის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თითოეული ჩვენგანის ვალია, თავი არ დავზოგოთ საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და განმტკიცებისთვის. „ჩვენს პატარა ქვეყანას მუდმივად უწევდა არსებობა დიდი სახელმწიფოების გზაგასაყარზე. შესაბამისად, საქართველოს და ქართველი ხალხის გზა არასოდეს ყოფილა იოლი. თუმცა, ქართველებს ყოველთვის გვქონდა რწმენა, რომ ვიყავით განსაკუთრებული, ღვთისმშობლის წილხვედრი ერი და სწორედ ამ რწმენამ მოგვცა იმის ძალა, რომ უამრავი ქარტეხილის მიუხედავად, დღემდე მოგვეტანა ჩვენი ქვეყანა და მისი დამოუკიდებლობა. ჩვენს გარშემო იმპერიები ეცემოდნენ, საქართველო კი დღემდე მყარად დგას ფეხზე ღმერთისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მფარველობით. ასეთი იყო საქართველოს ბოლო 35-წლიანი ისტორიაც. ამ წლების განმავლობაში, ჩვენ გამოვიარეთ ოთხი ომი, საქართველოს სუვერენიტეტის 9-წლიანი ხელყოფა და სისხლიანი ავტორიტარიზმი. თუმცა, თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხის გენმა აქაც იმძლავრა და საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია, რაც დღეს ჩვენი ქვეყნის წინსვლას, განვითარებასა და ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას მყარ ნიადაგს უქმნის. თითოეული ჩვენგანის ვალია, თავი არ დავზოგოთ საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და განმტკიცებისთვის. გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ერთიან და ძლიერ საქართველოს! ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)