|
2025-05-25 10:06:23, 1124 ნახვა
საზოგადოება
25 მაისი - როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25 მაისს მოსალოდნელი ამინდი ასეთია: დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ჩრდილო-მთიან რაიონებში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +10, +15°, დღისით +27, +32°; მთაში ღამით +8, +13°, დღისით +25, +30°; მაღალმთაში ღამით +2, +7°, დღისით +23, +28°. აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +11, +16°, დღისით +23, +28°; მთაში ღამით +4, +9°, დღისით +22, +27°; მაღალმთაში ღამით +1, +6°, დღისით +14, +19°, ზოგან +25°-მდე. თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +16°, დღისით +27°. უფრო დეტალურად, 25 - 26 მაისის პროგნოზი ასე გამოიყურება: თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხან. წვიმა ელჭ. ცვალ. მიმ. ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +27°, ღამით+16 °. სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმ. უნალექოდ. ცვალ. მიმ. ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +29°, ღამით+16°.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)