|
2025-05-24 15:09:56, 1554 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა
რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი შედგა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სტამბოლში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე რუსეთმა უკრაინას 307 ტყვე გადასცა. „რუსეთ-უკრაინას შორის 16 მაისს სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად, კიევის რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან კიდევ 307 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში. რუსეთის თავდაცვის უწყებაში აღნიშნეს, რომ ტყვეების გაცვლის პროცესი გაგრძელდება. შეგახსენებთ, რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მასშტაბური გაცვლის პირველი ეტაპი გუშინ შედგა. მხარეებმა 390 ადამიანი გაცვალეს, მათ შორის 270 სამხედრო მოსამსახურე და 120 სამოქალაქო პირი.
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
რუსეთი შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერებაზე თურქეთის შეთავაზებას უარყოფს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)