|
2025-05-23 21:24:36, 933 ნახვა
პოლიტიკა
ნორვეგიის ელჩი - საქართველო შემაშფოთებელ გზაჯვარედინზე დგას
საქართველოში ნორვეგიის ელჩი, ბერგლიოტ ჰოვლანდი აცხადებს, რომ საქართველო “შემაშფოთებელ გზაჯვარედინზე“ დგას. ნორვეგია ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ოპოზიციაზე საქართველოს „ხელისუფლების ზეწოლის“ გამო. ელჩი ჰოვლანდი „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის დაკავებისა და პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული „რეპრესიული კანონების“ კონტექსტში ხაზს უსვამს, რომ „დემოკრატიაზე თავდასხმა“ მიუღებელია. “ნორვეგია ღრმად შეშფოთებულია ოპოზიციაზე საქართველოს ხელისუფლების ზეწოლით, მათ შორის ზურაბ ჯაფარიძის მსგავსი ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებებით, პოლიტიკური პარტიების ამკრძალავი რეპრესიული კანონებით. დემოკრატიაზე ეს თავდასხმა მიუღებელია. საქართველო შემაშფოთებელ გზაჯვარედინზე დგას”, - საქართველოში ნორვეგიის ელჩი, ბერგლიოტ ჰოვლანდი წერს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)