|
2025-05-23 19:07:17, 1841 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს, რომელთა შორის სამხედრო და სამოქალაქო პირები არიან
რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს. მხარეებმა ერთმანეთს 390-390 ტყვე გადასცეს. კერძოდ, ორივე მხარემ 270 სამხედრო და 120 სამოქალაქო პირი დააბრუნა უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე. როგორც მედია წერს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს ტყვეთა ყველაზე მასშტაბური გაცვლაა. მანამდე, სტამბოლში მოლაპარაკებებზე რუსეთი და უკრაინა 1000 ტყვის გაცვლაზე შეთანხმდა. როგორც მედია იუწყება, მხარეებმა დაადასტურეს, რომ მომავალ დღეებში სამხედრო ტყვეებს კიდევ გაცვლიან. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ ტყვეთა მორიგი გაცვლა სავარაუდოდ შაბათ-კვირას გაგრძელდება. „ჩვენ ვაბრუნებთ ჩვენს ხალხს სახლში. დღეს – 390 ადამიანი. ვვარაუდობთ, რომ შაბათს და კვირას გაცვლა გაგრძელდება. ჩვენ ვამოწმებთ ყოველ გვარს, ყოველ დეტალს თითოეული პიროვნების შესახებ“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)