|
2016-03-16 23:08:11, 734 ნახვა
სამართალი
პაპავა: არც იმას გამოვრიცხავ, რომ ვიღაცას გულანთებული ახალგაზრდებით მანიპულაცია უნდოდეს
"არც იმას გამოვრიცხავ, რომ ვიღაცას გულანთებული ახალგაზრდებით მანიპულაცია უნდოდეს" - ამის შესახებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ლადო პაპავამ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. "ახლა არ არის დრო, რომ შეთქმულების თეორიებით ვიყოთ გატაცებული. შეიძლება ვიღაცა სადღაც ამით იყოს დაინტერესებული, მაგრამ მე კონკრეტულად ვერავის ხელს ვერაფერზე ვერ დავადებ. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ვიღაცას გულანთებული ახალგაზრდებით მანიპულაცია უნდოდეს. ჩვენი უნივერსიტეტი ყველაზე დიდი უნივერსიტეტია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს კავკასიაში. რა თქმა უნდა ასეთმა ვნებათაღელვამ გარკვეულწილად შექმნა დაძაბულობა და ეს შეიძლება ვიღაცას აწყობდეს, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ. ცოტაა ისეთი ბოროტი ძალა, რომელსაც უნდა გამოიწვიოს არეულობა. მე სტუდენტებს არც ერთ შემთხვევაში არანაირად არ დავადებ ხელს, ეს ჩვენი სტუდენტები არიან, ისინი გულწრფელები არიან, მათ შორის ისინიც ვინც მეც მაკრიტიკებს, ეს ჩვეულებრივია, ეს დემოკრატიული პროცესია. მე ერთი რამ ვიცი, ქვეყანაში რომ იყოს არეულობა ამის ინტერესი არსებობს. თუმცა მე არც საგამოძიებო ორგანო ვარ და არც ის სამსახურები, რომელთაც ამაზე პასუხი შეუძლიათ გაგვცენ,“- განაცხადა ლადო პაპავამ.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)