|
2025-05-21 15:49:13, 715 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - პაატა ბურჭულაძის ფიგურა საერთოდ არ შეესაბამება რაიმე პოლიტიკურ პლატფორმაზე საუბარს
პაატა ბურჭულაძემ ხან პუტინს უმღერა, ხან რევოლუციურ გეგმას ჩაუდგა სათავეში - მიაჩნია, რომ თვითონ არის ერთადერთი და განუმეორებელი - რასაკვირველია, მასზე ვერ ვილაპარაკებთ როგორც სერიოზულ ადამიანზე, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური კონტექსტი არ არსებობს და სიტყვა „პლატფორმა“ მისგან ძალიან შორსაა. „არ ვიცი რომელი უფრო წარმატებული იქნება, პაატა ბურჭულაძის პლატფორმა თუ სალომე ზურაბიშვილის პლატფორმა ერთმანეთთან ბრძოლაში, მაგრამ საქართველოში ვერ იქნება წარმატებული. წარმატებული იყო პაატა ბურჭულაძე, როცა მღეროდა მსოფლიოს სცენაზე, შემდეგ უმღეროდა უკვე პუტინს და რუსეთში იყო თანამდებობებზე დანიშნული ადამიანი. ამას ვერანაირად ვერ ჩავუთვლით იმ წარმატებაში, რომელსაც დღეს ჩემულობს, რომ თურმე ეგ არის მედროშე ევროპისაკენ სვლის. არ შეესაბამება პაატა ბურჭულაძის ფიგურა საერთოდ რაიმე პლატფორმაზე საუბარს, მით უმეტეს, სერიოზულ საუბარს. სალომე ზურაბიშვილი, რასაკვირველია, ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, უბრალოდ განსხვავება ის არის, რომ სალომე ზურაბიშვილს თავისი ქარტიით უნდა „ნაცმოძრაობის“ ლიდერიც გახდეს, მათ შორის და პაატა ბურჭულაძეს მიაჩნია, რომ თვითონ არის ერთადერთი და განუმეორებელი. აი, გედი ფოფხაძის როლი და პლატფორმა ვერ გამოვიცანით ჯერჯერობით და ალბათ, უახლოეს პერიოდში ესეც ცნობილი გახდება. პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური კონტექსტი არ არსებობს. არსებობს სისულელე, რომელსაც პაატა ბურჭულაძე ხშირად გვთავაზობს, რათა მისი სახელი ხშირად იქნას განმეორებული. სისულელეს ამბობს სულელი. სამწუხარო ფაქტია, მაგრამ პაატა ბურჭულაძე, სადაც იყო გამოჩენილი და მღეროდა მეტროპოლიტენ ოპერაში მაქვს მისი მონაწილეობით მოსმენილი საოპერო დადგმა - „აიდა“. მანდ კარგი იყო და მერე დაიწყო სიმღერები და ფლუგერივით ტრიალი. ხან პუტინს უმღერა, ხან რევოლუციურ გეგმას სათავეში ჩაუდგა. რასაკვირველია, მასზე ვერ ვილაპარაკებთ როგორც სერიოზულ ადამიანზე. ერთი კი შეგვიძლია ვთქვათ, შესანიშნავი სქემით ჩაატარა თაღლითობა, რასაც ჰქვია ვითომდა, უსახლკაროთა და ბავშვთა დახმარება. შესანიშნავი, კარგად გათვლილი თაღლითური სქემა ჩამოაყალიბა მაშინ და დღეს მას ვუყურებთ როგორც რაღაც პოლიტიკურ ლიდერს და რაღაც პლატფორმებზე ვლაპარაკობთ. სიტყვა პლატფორმა პოლიტიკურ თემაშია, პაატა ბურჭულაძესთან მიმართებით არის ძალიან შორს,“ - განაცხადა ვოლსკიმ.
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)