14:29 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-21 15:25:29, 1104 ნახვა

მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - რუსეთსა და უკრაინას შორის მემორანდუმზე მუშაობა დინამიურად მიმდინარეობს, არავის სურს პროცესის გაჭიანურება

რუსეთსა და უკრაინას შორის მემორანდუმზე მუშაობა დინამიურად მიმდინარეობს, არავის სურს პროცესის გაჭიანურება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„არავის სურს პროცესის გაჭიანურება. ყველა დინამიურად მუშაობს. ინფორმაციას მოგაწვდით“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, მხარეები ცალ-ცალკე მოამზადებენ ცეცხლის შეწყვეტის პირობების სიას.

პესკოვის განმარტებით, ასევე მიმდინარეობს მზადება ტყვეების 1000/1000-ზე პრინციპით გაცვლაზე.

„მიმდინარეობს სამუშაოები სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების შესასრულებლად“, - განაცხადა პესკოვმა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტებს კითხვაზე, თუ როგორ მიმდინარეობს უკრაინასთან ტყვეების 1000/1000 -ზე პრინციპით გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის შემდგომი მოლაპარაკებების ადგილმდებარეობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. მისივე განცხადებით, მოსკოვს ვატიკანისგან თანამშრომლობის შესახებ რაიმე კონკრეტული წინადადება არ მიუღია.

„არა, ჯერ არა, არანაირი კონკრეტიკა არ არსებობს“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა შეკითხვას: იყო თუ არა ვატიკანისგან რაიმე კონკრეტული წინადადებები უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაში დახმარების მიზნით მოსკოვთან თანამშრომლობის შესახებ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics