|
2025-05-21 13:07:15, 997 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი „რადიო თავისუფალი ევროპის“ მხარდასაჭერად 5.5 მილიონ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი „რადიო თავისუფალი ევროპის“ მხარდასაჭერად 5.5 მილიონ ევროს გამოყოფს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა. კაია კალასის ცნობით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ მხარდაჭერის მიზნით „მოკლევადიანი საგანგებო დაფინანსების“ სახით 5.5 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფის შესახებ შეთანხმდნენ. „ეს „რადიო თავისუფალი ევროპის“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმიანობას ხელს შეუწყობს. დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე“, - განაცხადა კაია კალასმა. კაია კალასმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო „რადიო თავისუფალი ევროპის“ მხარდასაჭერად უფრო მეტ თანხას გამოყოფს. შეგახსენებთ, 15 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების საფუძველზე აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM) „რადიო თავისუფლებას“ გრანტები შეუწყვიტა და „ამერიკის ხმის“ 1300-ზე მეტი თანამშრომელი ანაზღაურებად ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვა. „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტებმა და მათმა პროფკავშირებმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი ნიუ-იორკის ფედერალურ საოლქო სასამართლოში 22 მარტს შეიტანეს. გასულ თვეში ფედერალურმა მოსამართლემ „ამერიკის ხმის“ დახურვის შესახებ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობები დაბლოკა. „რადიო თავისუფლებამ“ USAGM-ს, მის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ვიქტორ მორალესსა და სპეციალურ მრჩეველს კერი ლეიკს სასამართლოში 19 მარტს უჩივლა. ფედერალურმა მოსამართლემ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას „რადიო თავისუფალი ევროპისთვის“ კონგრესის მიერ გამოყოფილი 12 მილიონი აშშ დოლარის აღდგენა დაავალა, ხოლო აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ „რადიო თავისუფლებისთვის“ გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)