|
2025-05-20 13:10:22, 918 ნახვა
პოლიტიკა
რაჟდენ კუპრაშვილი - „ფარას“ კანონით არ არის საუბარი რაიმე სახის შეზღუდვებზე
კანონი, რომელიც „ფარას“ სახით არის წარმოდგენილი, ხელს უწყობს დონორ ორგანიზაციებს, ჰქონდეთ უფრო მჭიდრო, გამჭვირვალე, ნდობაზე დაფუძნებულ თანამშრომლობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამავდროულად, ცოდნას სძენს ჩვენს მოქალაქეებს იმ პროექტებთან დაკავშირებით, რომელიც ხორციელდება საქართველოში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა განუცხადა, რომელიც კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით შეხვედრას მართავს საელჩოების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. კუპრაშვილის თქმით, „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი“, ანუ „ფარას“ კანონი, ამოქმედდება 31 მაისიდან. „დღეს ჩვენ ვხვდებით საელჩოების, საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებს, დონორ ორგანიზაციებს და ამ სამუშაო შეხვედრის ფორმატში განვიხილავთ ამ კანონის ამოქმედების მექანიზმებს. უნდა აღინიშნოს, რომ კანონი, რომელიც „ფარას“ სახით არის წარმოდგენილი, ხელს უწყობს დონორ ორგანიზაციებს უფრო მჭიდრო, გამჭვირვალე, ნდობაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამავდროულად, ცოდნას სძენს ჩვენს მოქალაქეებს იმ პროექტებთან დაკავშირებით, რომელიც ხორციელდება საქართველოში. რაც შეეხება თქვენს აღნიშვნას, რომ კანონი თითქოს რომელიმე ორგანიზაციას შეზღუდავს, ასე არ არის, პირიქით, გამჭვირვალე სამუშაო პროცესი ხელს შეუწყობს ყველა ამ ორგანიზაციის საქმიანობას და უკეთ წარმოჩნდება ის პროექტები, რომელსაც ისინი ახორციელებენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ცოდნა და ინფორმაცია, თუ რა პროექტები ქმნიან საზოგადოებრივ აზრს, პოლიტიკას“, – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა ასევე, უპასუხა ჟურნალისტის კითხვა, როგორ მოხდება იმის უზრუნველყოფა, რომ კანონით მედიის შეზღუდვა არ მოხდეს. „ეს კონტექსტი არ შეეხება ამ კანონს. „ფარას“ კანონი, პირიქით, უზრუნველყოფს გამჭვირვალობას და არანაირად არ არის კავშირში რაიმე სახის შეზღუდვასთან. „ფარას“ კანონი შეიძლება, შეეხოს როგორც მედიას, ისე არასამთავრობო ორგანიზაციას, ფიზიკურ პირებს, ეს არის უკვე სამუშაო პროცესში განსასაზღვრი, ამას წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ, ვის შეეხება, უბრალოდ, ითვალისწინებს ორ გარემოებას, ერთი, რომ უცხოურ დაფინანსებას უნდა იღებდეს კონკრეტული ორგანიზაცია და ამავდროულად, ის პოლიტიკურ საქმიანობას, რასაც კანონი განსაზღვრავს. აქ არანაირად არ არის საუბარი რაიმე სახის შეზღუდვების დაწესებაზე, პირიქით, ის კიდევ უფრო გააჯანსაღებს იმ პროექტების წარმოჩენას, რაც დონორი ორგანიზაციების ხელით ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეს ჰქონდეს ცოდნა, უცხოური ორგანიზაციების ხელმძღვანელების დავალებით რა პროექტები ხორციელდება საქართველოში, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი დემოკრატიისთვის“, – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)