|
2025-05-19 16:30:30, 887 ნახვა
მსოფლიო
კრემლი რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებს არადემოკრატიულად მიიჩნევს
რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები, სულ მცირე, უცნაური იყო, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა. “ვიცით კანდიდატის ისტორია, რომელსაც საუკეთესო შანსები ჰქონდა, რომელიც, ყოველგვარი გამართლების ძებნის გარეშე, უბრალოდ ძალით მოხსნეს რბოლიდან. ასეთი ფავორიტი კანდიდატის არარსებობის შემთხვევაში, გაიმარჯვა მან, ვინც გაიმარჯვა. სინამდვილეში, ეს მოცემულობაა”, - აღნიშნა პესკოვმა. ჟურნალისტებმა მას ასევე სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინათ Telegram-ის მესენჯერის დამფუძნებლის, პაველ დუროვის განცხადებაზე, რომლის თქმითაც, საფრანგეთის საგარეო უსაფრთხოების მთავარი დირექტორატის დირექტორმა, ნიკოლას ლერნერმა მას რუმინელი მომხმარებლების „კონსერვატიული ხმების“ დაბლოკვა სთხოვა. „ის ფაქტი, რომ ევროპული ქვეყნები - საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია - ერევიან სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში, სიახლე არ არის. ეს სიახლე არ არის, ეს მხოლოდ ფრაგმენტებია, რომლებიც გამოაშკარავდება. დამიჯერეთ, ალბათ, ბევრად მეტი ასეთი ფრაგმენტია, ვიდრე თქვენ და მე ვიცით“, - აღნიშნა პესკოვმა. შეგახსენებთ, გუშინ რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, ბუქარესტის ცენტრისტმა მერმა, ნიკუსორ დენმა მეტოქე, ულტრამემარჯვენე ჯორჯ სიმიონი დაამარცხა და არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა. მანამდე, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები გასული წლის ნოემბერში ჩატარდა, მაგრამ დეკემბერში რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების პირველი ტურის შედეგების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, რის მიზეზადაც პირველ ადგილზე გასული ულტრამემარჯვენე კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს სასარგებლოდ რუსეთის ჩარევა დაასახელა. თებერვლის ბოლოს, ჯორჯესკუს ბრალი წაუყენეს ექვს დანაშაულში, მათ შორის, ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში. აღსანიშნავია, რომ ჯორჯესკუმ რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის განაცხადი შეიტანა, თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მისი განაცხადი არ დააკმაყოფილა.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)