|
2025-05-19 15:11:23, 1320 ნახვა
საზოგადოება
შიდა ქართლში მოზარდს ე.წ. ქურდული სამყაროს უპატივცემულობის მიზეზით ფიზიკურად გაუსწორდნენ
შიდა ქართლში არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს. ადგილობრივმა მედიამ, ქართლის ამბებმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ შიდა ქართლში არასრულწლოვანზე იძალადეს. როგორც Qartli.ge-ს ერთ-ერთმა მშობელმა უთხრა, მოზარდზე სოციალურ ქსელ ტიკ-ტოკში კრიმინალური სამყაროს მიმართ დაწერილი უარყოფითი კომენტარის გამო იძალადეს. ძალადობაში რამდენიმე პირი მონაწილეობდა. ქართლის ამბები ერთ-ერთი მშობლის კომენტარსაც ავრცელებს, რომელიც ამბობს, რომ ინციდენტში 10-15 პირი მონაწილეობდა. "ეს ბავშვი მოათავსეს საავადმყოფოში. 10-15 ადამიანი იყო, ვინც ცემაში მონაწილეობდა. ზოგი არასრულწლოვანი იყო, ზოგი ალბათ დიდიც. ჩვენც გვეშინია, შვილები გვყავს. იქნებ დაინტერესდეთ ამ ამბით. როგორც ვიცით, პოლიციაში დაკითხვაზე იყვნენ უკვე, მაგრამ შედეგი არ ვიცით". - ქართლის ამბების ცნობით, თქვა ერთ-ერთმა მშობელმა მათთან საუბრისას. შსს-მ გამოძიება გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო. დეტალებზე უწყებას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)