|
2025-05-19 13:40:14, 766 ნახვა
პოლიტიკა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ ლევან დარახველიძე დაინიშნა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ, ლევან დარახველიძე დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ლევან დარახველიძეს აქვს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. „სხვადასხვა წლებში იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი. ასევე, სხვადასხვა კომერციულ ორგანიზაციაში იკავებდა გენერალური და კომერციული დირექტორის თანამდებობებს. იყო საქართველოს განათლებისა და პროფესიული სწავლების ფონდის წევრი. ლევან დარახველიძე პროფესიით ინჟინერია. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. დაიბადა 1970 წლის 17 აგვისტოს ქალაქ თბილისში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)