|
2016-03-16 15:33:08, 680 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კეპულაძე: აჟიოტაჟური მოლოდინი, რომ ლარი შეიძლება უფრო მეტად გამყარდეს, გაცვლითი კურსის მაღალ მერყეობას იწვევს
„აჟიოტაჟური მოლოდინი, რომ ლარი შეიძლება უფრო მეტად გამყარდეს, გაცვლითი კურსის მოკლევადიან პერიოდში მაღალ მერყეობას იწვევს, თუმცა წონასწორობის წერტილს ალბათ რაღაც პერიოდში მიაღწევს“, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ თავმჯდომარე გიორგი კეპულაძემ ლარის კურსის გამყარებასთან დაკავშირებით „ექსპრესნიუსს“ განუცხადა. კეპულაძემ გამყარების მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში დოლარის გაუფასურების ტენდენცია შეინიშნება. ამასთან, კეპულაძის განმარტებით, საქართველოში გაიზარდა უცხოური ინვესტიციები და ასევე იმატა ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა. „ბოლო ორი კვირის განმავლობაში შეიმჩნევა ამერიკული დოლარის გაუფასურება რამდენიმე ძირითად ვალუტასთან, ეს არის ფუნტი, ევრო, ასევე რუსული რუბლი. ასევე აღსანიშნავია ტურიზმიდან მიღებული წმინდა შემოსავლების და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა, რაც აბალანსებს შემცირებულ ფულად გზავნილებს და სავაჭრო დეფიციტის ზრდას. ასევე აღსანიშნავია, რომ ფინანსათა სამინისტრო და ზოგადად მთავრობა ბიუჯეტს აღარ ხარჯავს დეფიციტურად თებერვლის შემდეგ, მანამდე გარკვეულწილად დეფიციტური ხარჯვა ხდებოდა. ამასთან, ნელნელა შემცირდა ზამთრის პერიოდთან დაკავშირებული გადინება უცხოური ვალუტის. უფრო მეტი ხარჯი იყო ბუნებრივი აირის, ნავთობის კუთხით“, - აღნიშნა კეპულაძემ. მისივე თქმით, აჟიოტაჟური მოლოდინი, რომ ლარი შეიძლება უფრო მეტად გამყარდეს, გაცვლითი კურსის მაღალ მერყეობას იწვევს. „ის გამყარება, რაც ახლა ხდება, ცოტა უფრო აჟიოტაჟური მგონია, რადგან ფუნდამენტური საფუძვლები იმის, რომ ლარი დოლართან მიმართებაში ასე ერთბაშად გამყარებულიყო, არ იყო. ბაზრის მონაწილეების მხრიდან, როგორც გაუფასურების, ასევე გამყარების შემთხვევაშიც ხშირად ვხვდებით აჟიოტაჟურ ქცევას. შესაძლებელია, ადამიანები ფიქრობენ, რომ კიდევ უფრო მეტად შეიძლება გამყარდეს ლარი, ამიტომ ისინი არსებულ დოლარის რესურსს აკონვერტირებენ. ეს აჟიოტაჟური მოლოდინი გაცვლითი კურსის მოკლევადიან პერიოდში მაღალ მერყეობას იწვევს, თუმცა წონასწორობის წერტილს ალბათ რაღაც პერიოდში მიაღწევს“, - განაცხადა გიორგი კეპულაძემ. ცნობისთვის, ლარი ბოლო პერიდში დოლართან და ევროსთან მიმართებაში რამდენიმე პუნქტით გამყარდა. ოფიციალური კურსით, 1 დოლარი დღეს, 2.3575 ლარი ღირს, 1 ევროს ღირებულება კი, 2.6126 ლარს შეადგენს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)