17:40 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-14 12:47:55, 651 ნახვა

მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი - მივესალმები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტზე შეთანხმებას

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის ელჩების მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტის დამტკიცების შესახებ შეთანხმების მიღწევას ეხმაურება და აცხადებს, რომ ბლოკი კრემლზე ზეწოლას შეინარჩუნებს.

„მივესალმები რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი სანქციების მე-17 პაკეტზე შეთანხმებას. ჩვენ კიდევ უფრო ვზღუდავთ საბრძოლო ტექნოლოგიებზე წვდომას. ასევე, ჩვენ სიაში შევიტანეთ ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 189 ხომალდი, რუსეთის ენერგოექსპორტზე ზეგავლენის მოსახდენად. ეს ომი უნდა დასრულდეს. ჩვენ კრემლზე მაღალ ზეწოლას შევინარჩუნებთ“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტის დამტკიცებაზე შეთანხმდნენ. სანქციების ახალი პაკეტის სამიზნეს, რომელსაც ევროკავშირი უახლოეს დღეებში დაამტკიცებს, რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტი“ წარმოადგენს. ასევე, სანქციების მე-17 პაკეტი რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის, ქიმიური იარაღის გავრცელებისა და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ შემზღუდველ ზომებს ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics