|
2025-05-14 12:09:48, 653 ნახვა
პოლიტიკა
პაველ ჰერჩინსკი - უკრაინა განიცდის გაუმართლებელ აგრესიას, 2008 წლიდან რუსეთის აგრესიის სამიზნეა საქართველოც
უკრაინა განიცდის სასტიკ, არაპროვოცირებულ, გაუმართლებელ აგრესიას და ის თავს იცავს. საქართველო, რა თქმა უნდა, რუსეთის აგრესიის სამიზნეა 2008 წლიდან. საქართველოს 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ პოლონეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიების „რუსული საფრთხე და მისი აღქმა: პოლონური, უკრაინული და ქართული გამოცდილებების მიხედვით“, დაწყებამდე განაცხადა. ელჩის თქმით, რუსეთის ნდობა არ შეიძლება და ამიტომაც ევროპის ქვეყნებმა ერთად უნდა იმუშაონ, რათა მოხდეს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება. „ჩვენ, როგორც ევროკავშირი და ჩვენი წევრი სახელმწიფოები, რუსეთის სამიზნეები ვართ. რაც ჩვენ ვისწავლეთ არის ის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ვენდოთ რუსეთს. რომ რუსეთი ახორციელებს იმპერიალისტურ დღის წესრიგს, რომელიც სამეზობლოს წინააღმდეგ არის მიმართული. რუსეთის მავნე ქმედებებს, პირველ რიგში, უკრაინის წინააღმდეგ სასტიკ, არაპროვოცირებულ, გაუმართლებელ აგრესიას, ასევე სამეზობლოში ყველას წინააღმდეგ სხვა ჰიბრიდულ საქმიანობას, სჭირდება სათანადო პასუხი. ამიტომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთად, რათა ვიყოთ ძლიერები და შევძლოთ ჩვენი ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება,“ - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)