|
2025-05-14 11:36:04, 656 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე - არ მგონია, „MEGOBARI აქტი“ ისეთი საკითხი იყოს, რომ ტრამპს უღირდეს, სენატს ან წარმომადგენელთა პალატას დაუპირისპირდეს
არ მგონია, „MEGOBARI აქტი“ ისეთი საკითხი იყოს, რომლის გამოც ტრამპს უღირდეს, დაუპირისპირდეს ან სენატს, ან წარმომადგენელთა პალატას, ამიტომ ალბათობა იმისა, რომ ტრამპი დოკუმენტს ხელს მოაწერს, ძალიან მაღალია, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ, სავარაუდოდ, „MEGOBARI აქტს“ სენატშიც ძალიან მაღალი ორპარტიული მხარდაჭერა ექნება. „სავარაუდოდ „MEGOBARI აქტზე“ სენატშიც იქნება ძალიან მაღალი ორპარტიული მხარდაჭერა როგორც დემოკრატების, ისე რესპუბლიკელების მხრიდან. არ მგონია, ეს ისეთი საკითხი იყოს, რომლის გამოც ტრამპს უღირდეს, რომ დაუპირისპირდეს ან სენატს, ან წარმომადგენელთა პალატას, ამიტომ ალბათობა იმისა, რომ ტრამპი მაგას ხელს მოაწერს, ძალიან მაღალია, რაც იქნება პრეცედენტი. ახალი ადმინისტრაცია დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას საქართველოსთან მიმართებით. პოზიციის დაფიქსირება ნიშნავს, რომ დოკუმენტით განისაზღვრება, რა პრობლემებია ქვეყანაში, როგორი უნდა იყოს ამერიკის პოლიტიკა და ვინ დასანქცირება,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)