|
2025-05-14 11:34:50, 659 ნახვა
მსოფლიო
ჯორჯია მელონი - მოველით, რომ რუსეთი სრულ და უპირობო 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება
იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდება, - ინფორმაციას უკრაინული მედია იტალიის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, იტალიისა და თურქეთის ლიდერებმა განიხილეს დიპლომატიური პერსპექტივები და კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიმართ. ჯორჯია მელონის თქმით, ის მოელის, რომ რუსეთი, უკრაინის მსგავსად, დადებითად უპასუხებს მაღალი დონის მოლაპარაკებებზე მიწვევას და დათანხმდება სრულ და უპირობო 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, როგორც მშვიდობისთვის მზადყოფნის კონკრეტულ ნიშანს. შეგახსენებთ, შაბათს გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და პოლონეთმა რუსეთს 12 მაისიდან ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისკენ მოუწოდეს. ამის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სტამბოლში 15 მაისს რუსეთ-უკრაინის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვის შეთავაზებით გამოვიდა. აღნიშნულის საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს თურქეთში 15 მაისს პირადად დაელოდება.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)