17:40 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-13 22:07:15, 1351 ნახვა

მსოფლიო
მარკო რუბიო სტამბოლში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებებისთვის გაემგზავრება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სტამბოლში გაემგზავრება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის ხუთშაბათს დაგეგმილი შესაძლო მოლაპარაკებებისთვის.

„დაუღალავად ვმუშაობ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი სისხლისღვრის დასასრულებლად. რაც მნიშვნელოვანია, ამ კვირის ბოლოს, სავარაუდოდ, ხუთშაბათს, თურქეთში გაიმართება მოლაპარაკებები, რომლებსაც შეუძლია, საკმაოდ კარგი შედეგები მოიტანოს. ჩვენი ხალხი, მარკო რუბიო, სხვებიც იქ გაემგზავრებიან და ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა ამის დასრულება“, – აღნიშნა ტრამპმა.

მანამდე, „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებებზე გაემგზავრებიან. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის პუტინთან სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის. ამასთან, ტრამპმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა,  სტამბოლში მოლაპარაკებების დღეს პირადად ჩავიდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics